გია ვოლსკი  AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით AstraZeneca-თი აიცრა.

მან ვაქცინაცია ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ჩაიტარა.

როგორც ვიცე-სპიკერმა განაცხადა, ის თავს კარგად გრძნობს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„კარგად ვგრძნობ თავს. ყველას ვურჩევ დროულად გაიკეთოს აცრა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.