NCDC: საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 14 207 ადამიანია აცრილი

7 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 14 207 ადამიანია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 363-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.