ზოგიერთ ქვეყანაში, პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ - amnesty international

Amnesty International-ის მიერ, 7 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერმა, გლობალურ პანდემიაზე რეაგირების მექანიზმები, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ადამიანის უფლებებზე ახალი თავდასხმების მიზეზად გამოიყენა.

ორგანიზაციის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო, აზიის და ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რაც უკავშირდება როგორც თავისუფალი შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის, ისე თავისუფლად გადაადგილების უფლებათა შეზღუდვას.

"ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართულმა გარკვეულმა ზომებმა კიდევ უფრო გააღრმავა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და უთანასწორობის არსებული მოდელები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც ცალკეული ხელისუფლებები კრიზისს იყენებენ როგორც ერთგვარ „კვამლის საფარველს“ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, თავისუფლების ჩახშობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ვალდებულებების იგნორირების შესანიღბად.

"პანდემია აყალიბებს მასობრივ სისტემურ უთანასწორობას სამხრეთ აზიასა და მსოფლიოში, რასაც ყველაზე მწვავედ განიცდიან ეთნიკური უმცირესობები, ჯანდაცვის მუშაკები, ქალები და პატიმრები. ასევე "სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები უკანონოდ იყენებდნენ ძალას ბელგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, საქართველოსა და საბერძნეთში. ხოლო აზერბაიჯანში პანდემიის შეკავების საბაბით გახშირდა დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, - აღნიშნულია "ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშში.", - აღნიშნულია ანგარიშში.

Amnesty International- ის "მოხსენება 2020 -2021 წწ" 149 ქვეყანაში არსებულ ვითარებას ასახავს.

ანგარიშის თანახმად, ბულგარეთში, კვიპროსში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, რუსეთში, სლოვაკეთსა და სერბეთში ადგილი ჰქონდა ბოშების, თვშესაფრის მაძიებელი დევნილებისა და მიგრანტების დისკრიმინაციულ „იძულებით კარანტინში“ მოთავსებას.