პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.­

„ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის გამო გუშინ გადავიდა.