უკრაინა  Pfizer-ის ვაქცინის 10 მილიონ დოზას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა Pfizer-ის ვაქცინის10 მილიონ დოზას მიიღებს.

აღნიშნული სიახლის შესახებ, ზელენსკიმ twitter-ზე დაპოსტა.

“უკრაინამ ვაქცინის 10 მილიონი დოზის მიღებასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა მნიშვნელოვან კონტრაქტს ფაიზერთან. მე ალბერტ ბოურლას [ფაიზერის დირექტორი] მადლიერი ვარ, რადგან ჩვენ შორის გამართული საუბრის შემდეგ მან შეასრულა თავისი სიტყვა და პანდემიის ამ რთულ დროს გააკეთა ყველაფერი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად”, – ნათქვამია პრეზიდენტის პოსტში.