საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან. გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.
გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ. ყურადღება გავამახვილეთ დაძაბულობის დეესკალაციაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას“, - წერს ზალკალიანი.