"ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და დანიშვნისკენ მოწოდება ევროკავშირის საქმე და გადასაწყვეტი არ არის", - ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.
„დასახელებული ხარვეზების გამოსწორება კანონმდებლობის დახვეწით და რეფორმების გაგრძელებით უნდა მოხდეს. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და დანიშვნისკენ მოწოდება ევროკავშირის საქმე არ არის და ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის.
ბოლო 10 წლის მანძილზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან არა ერთი საუბარი მქონია. ხანდახან ვფიქრობ, პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ევროპელმა მეგობრებმა და პარტნიორებმა რომელიმე მხარე უნდა დაიჭირონ. ეს ასე არაა. ჩვენს ინტერესშია სახელმწიფოების დემოკრატიული , ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ვისაც ამის მისწრაფება აქვს ხელშეწყობა მომავალში გახდნენ ევროკავშირის წევრები.
მე მჯერა, რომ აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდება. პოლიტიკურმა გამოცდილებამ და ისტორიამ ევროკავშის ძალიან კარგად გვაჩვენა, რომ მხარის დაკავება ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი მიზანი დახმარება და მხარდაჭერაა. ჩვენი მიზანი საქართველოს მხარეს ყოფნაა“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.