თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.