"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" - რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" - სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციას მართავენ.

აქტივისტები ციხესთან პარლამენტის შენობიდან ავტომანქანების მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე იმყოფება პოლიცია.