თემურ ჭყონია: 10 წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს

„10 წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ წამყვანის კითხვას, რომელიც საქართველოს განვითარების 10-წლიან გეგმის შეფასებას ეხებოდა.

„10 წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს. დღეს პანდემიის პირობებში, მსოფლიოში დიდ და ხანგრძლივ გეგმებს არცერთი ბიზნესმენი არ ადგენს. დღეს იმდენად სხვა სიტუაციაა, რომ ყოველდღიური გეგმა გვჭირდება.

10-წლიანი გეგმის საბოლოო მიზანი რა გვაქვს? ანუ მე-10 წელიწადს რა გვინდა? - ამის განსაზღვრა არის მთავარი და ამ მიზანს რომ დავწერთ, მერე შეიძლება ეს მიზანი განხორციელდეს 2 წელიწადშიც, გააჩნია რა მიზანი გვაქვს; თუ 10 წლის გადავადება გინდა რაღაც მიზნისთვის, ეს სხვა თემაა", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს.