უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55, ლუგანსკში კი - 2 დარღვევა დააფიქსირა. ამის შესახებ 7 აპრილს, უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის (SMM) მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
"2021 წლის 6 აპრილის 19:30 საათზე (აღმოსავლეთ ევროპის ზაფხულის დრო) მონიტორინგის ჯგუფებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დონეცკის რეგიონში SMM–მა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55 დარღვევა დააფიქსირა. წინა დღის განმავლობაში, 65 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა.
ლუგანსკის რეგიონში SMM– მა ცეცხლის შეწყვეტის 2 დარღვევა დააფიქსირა. წინა დღეს არც ერთი ასეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა", - ნათქვამია ანგარიშში.