უკრაინული მედია: დონბასში კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა

უკრაინული მედიის ცნობით, დონბასში რუსეთის სამხედრო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ დაარღვიეს. ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.

დაჭრილი ჯარისკაცი ჰოსპიტალიზირებულია. .

როგორც უკრაინული მედია იყწყება, რუს სამხედროებს საპასუხო ცეცხლი გახსნეს უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა. რუსეთის ძალების ქმედებების შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს უკვე გადასცა.

7 აპრილს ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55-ჯერ, ლუგანსკში კი 2-ჯერ დარღვევა დააფიქსირა.