ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 761 ადამიანს დაუდასტურდა, 537 გამოჯანმრთელდა, 9 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 201 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 281 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 920 PCR ტესტით.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში ჯამში, კორონავირუსის 286 406 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 084, გარდაიცვალა 3 849 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.23 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %.
9 გარდაცვლილი, 761 ინფიცირებული და 537 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა
ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან 434 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 67, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 24, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 6 447, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 992, აჭარაში - 312, იმერეთში - 313.
მძიმე პაციენტი: 346, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში - 38, იმერეთში -68.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 62, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 10.
314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 196 - თბილისში, 113 - აჭარაში. 4 088 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 106, ხოლო აჭარაში - 35. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 090 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 031 პირი, აჭარაში - 1 754, იმერეთში - 975.