ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს

მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ. მოსამართლემ არ გამოაცხადა შესვენება, იმისთვის, რომ მელია რუსთავის ციხიდან პროცესზე ჩაეყვანათ, ამიტომ პროცესი გადაიდო.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე დაინიშნა.