კორონავირუსი პარლამენტის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა

კორონავირუსი პარლამენტის კიდევ ორ წევრს, ირაკლი ზარქუასა და ირაკლი მეძმარიაშვილს დაუდასტურდა.

"მეგობრებო, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რომ ყველა რეგულაცია დამეცვა ზედმიწევნით, სამწუხაროდ მაინც დამიდასტურდა ეს ვერაგი ინფექცია არც სიცხე მაქვს, არც სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე თუმცა PCR ტესტმა დადებითი აჩვენა დღეს.. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას", - წერს ირაკლი ზარქუა Facebook-ში.

დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ცნობისთვის, გუშინ, კორონავირუსი მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ.