"მე მიყვარს ჩემი პატრიარქი" - საპატრიარქოსთან ილია მეორის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

"მე მიყვარს ჩემი პატრიარქი" - საპატრიარქოში სინოდის წევრების ნაწილის კრების პარალელურად, შესასვლელთან პატრიარქის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ამ ფორმით ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხებული ნაწილისგან იცავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს არის საქრისტიანო ომი და ამ ომში პატრიარქის ღირსება უნდა იყოს დაცული.