გერმანიის ერთ-ერთი რეგიონი, ბავარია კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის Sputnik V-ის შესყიდვას გეგმავს.
ბავარიის ადგილობრივი ხელისუფლება Sputnik V-ის 2,5 მილიონი დოზის მაშინ შეისყიდის, როცა ე ევროპის წამლების სააგენტო, (EMA) Sputnik V-ის დაამტკიცებს.
ბავარიის მმართველმა მარკუს ზიოდერმა 7 აპრილს განაცხადა, რომ ბავარიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს Sputnik V-ის მიწოდების შესახებ.
"EMA Sputnik V-ის შესწავლის პროცესშია და, გავრცელებული მოლოდინით, ის მიმდინარე თვეში რუსეთში ექსპერტებს გაგზავნის. რუსეთმა ეს პრეპარატი გამოსაყენებლად აგვისტოში დაამტკიცა.
აღსანიშნავია რომ რამდენიმე დღის წინ არტგენტის პრეზიდენტს, რომელიც რუსული ვაქცინით იყო აცრილი, კორონავირუსი დაუდასტურდა.
.