თამარ გაბუნია: საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში AstraZenecat-ი ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მოქალაქეებში გაგრძელდება და ვაქცინა კიდევ შემოვა ქვეყანაში. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება, რადგან 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი საკმაოდ ფართოა და დოზების დღეს არსებული მარაგი საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში AstraZeneca-ს საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს, ამიტომ ამ ვაქცინას კიდევ შემოვიტანთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.