თამარ გაბუნია: დედიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის

"დედიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მიმდინარე სერიოზული დაავადება აქვს ან მედიკამენტურ მკურნალობას გადის, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

„აცრის წინ არანაირი გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის, თუმცა თუ რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობაა, თუ არის მიმდინარე სერიოზული დაავადება ან მედიკამენტური მკურნალობა, ჩვენ პაციენტს ვურჩევთ, რომ გაიაროს კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან.

რუტინულად დედიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.