თამარ გაბუნია: ვინც AstraZeneca​-თი ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, უსაფრთხოდ შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზაც

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვინც AstraZeneca​-თი ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, უსაფრთხოდ შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზაც, შესაბამისი ინტერვალის გასვლის შემდეგ და ეს ეხება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელს.

„რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ AstraZeneca​-თი, ამ შემთხვევაში, რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს, ამდენად, ის, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა ვაქცინაციის, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა ვაქცინის, როცა მას მოუწევს 8 -დან 12 -კვირიანი ინტერვალით,“- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, EMA-ში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოზის იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი აღმოაჩინეს, თუმცა ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს აჭარბებს.