მარსმავალი "პერსევერანსი“ წითელ პლანეტაზე მოგზაურობას აგრძელებს და დედამიწაზე საინტერესო ფოტოებს აგზავნის. მის მიერ გადაღებული ფოტოებით წარდმოგდენა გვექმნება როგორ გამოიყურება პლანეტა მარსი.
მარსმავალის მიერ გამოგზავნილი ერთ-ერთი ბოლო ფოტო კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვინაიდან მასზე ცისარტყელა ჩანს.
საზოგადოებაში ფოტოებმა კითხვის ნიშნები გააჩინა, თუ რამდენად რეალური იყო, რომ მარსზე ცისარტყელა გაჩენა. სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, რომ NASA-მ დაადანაშაულა რომ ფოტოები რეალური არ იყო.
ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, თუ შესაძლებელია თუ არა, რომ მარსზე ცისარტყელა წარმოიქმნას.
“ბევრმა იკითხა: არის ცისარტყელა მარსზე? არა, ცისარტყელას წარმოქმნა იქ შეუძლებელია. ცისარტყელა წარმოიქმნება წყლის წვეთებიდან არეკლილი შუქით, მაგრამ მარსზე არ არის საკმარისი წყალი კონდენსაციისთვის და იქ თხევადი სახით წყლის არსებობისთვის ძალიან ცივა", - განმარტავენ ნასაში და აცხადებენ, რომ ფოტოზე ასეთი გამოსახულება მაშინ ჩნდება, როდესაც კამერის ობიექტივს ხვდება სინათლე კონკრეტული კუთხით.
ნასას რობოტი, მარსმავალი "პერსევერანსი“, 18 თებერვლიდან "წითელ პლანეტაზე“ იმყოფება და გეგმის მიხედვით, დაახლოებით 7 თვის განმავლობაში, მარსის ზედაპირის ნაწილს მოივლის. რობოტმა უკვე გამოგზავნა არაერთი ფოტო.