კელი დეგნანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმყოფებოდა. მან მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და 32 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთნ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ღამეს კარვებში ათენებენ.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.