სტრასბურგის სასამართლო: სავალდებულო ვაქცინაცია  ადამიანის უფლებების შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება

სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩეხეთის მოქალაქის მიერ შეტანილ საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოქალაქისთვის დავალდებულება შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებებში აუცილებელი იყოს. გაჩინების თანახმად, ჩეხეთის ჯანდაცვის ხელისუფლების მიერ სავალდებულო ვაქცინაციის განხორციელება „ბავშვების საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობაშია.

„აღნიშნული ზომები უნდა შეფასდეს როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიზანი უნდა იყოს თითოეული ბავშვის დაცვა სერიოზული დაავადებებისგან ვაქცინაციის ან კოლექტიური იმუნიტეტის გზით“, - აღნიშნულია სასამართლოს დასკვნაში.

ჩეხეთის კანონმდებლობით, ბავშვების ვაქცინაცია ცხრა დაავადების, მათ შორის წითელას, ტეტანუსის, დიფტერიის, ყივანახველას და B ჰეპატიტისა წინააღმდეგ სავალდებულოა.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი იმ ოჯახებმა შეიტანეს, რომლებთა შვილებიც საბავშო ბაღებში აუცრელობის გამო არ მიიღეს და დააჯარიმეს კიდეც, რადგან კანონით გათვალისწინებული სავალდებულო აცრები გაკეთებული არ ჰქონდათ

Deutsche Welle-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება უშუალოდ COVID-19 ვაქცინებს არ ეხებოდა, ექსპერტები თვლიან, რომ მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერჯერობით უარს ამბობდა აცრაზე.

„ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობას კოვიდ 19- ის ეპიდემიის პირობებში“, - აცხადებს ექსპერტი იურიდიულ საკითხებში ნიკოლას ჰერვიუ.