აშშ-მა 7 ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა

BBC-ის ინფორმაციით, შვიდი ჩინური კომპანია ამერიკის შეერთებულმა შტატება ე.წ. შავ სიაში შეიყვანა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ კომპანიებს სამხედროებისთვის სუპერკომპიუტერების შექმნაში ადანაშაულებენ.

ვაშინგტონის განკარგულებით, ამერიკულ კომპანიებს ამ ჯგუფებისთვის ტექნოლოგიების გადაცემა, სათანადო ნებართვის გარეშე, ეკრძალებათ.

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიები ჩართული იყვნენ „სუპერ კომპიუტერების“ შექმნის პროცესში, რომელიც ჩინელი სამხედროებისთვის არის განკუთვნილი და ხელს უწყობენ მასობრივი განადგურების იარაღის განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებს.

შავ სიაში მოხვედრილი კომპანიები მუშაობენ პეკინის გეგმაზე, რომელიც უცხოეთში წარმოებულ პროცესორებზე ჩინეთის დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.