ნორვეგიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი Covid-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა.
Reuters-ის ინფორმაციით, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების ორგანიზებისთვის, რომელსაც პრემიერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, ერნა სოლბერგს 20 000 ნორვეგიული კრონის ( 2 352 აშშ დოლარი) გადახდა მოუწევს.
პრემიერ-მინისტრმა დაბადების დღის წვეულება ოჯახის 13 წევრის მონაწილეობით თებერვლის ბოლოს მთის კურორტზე მოაწყო იმის მიუხედავად, რომ მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებები.
გასულ თვეს ერნა სოლბერგმა რეგულაციის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა.