ბიზნესმენისა და ტელეკომპანია ,,იმედის" დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბოლო პერიოდში კლინიკაში იმყოფებოდა.
“წავიდა ჩვენი უსაყვარლესი ქალბატონი, ნათელა პატარკაციშვილი აღარ გვყავს”, - დაწერა ოჯახის ახლობელმა, ყოფილმა პარლამენტარმა მარინა მოლოდინმა სოციალურ ქსელში.