99 წლის ასაკში ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, პრინც ფილიპ მაუნტბატენი 1921 წლის 10 ივნისს საბერძნეთში დაიბადა. ის იყო საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის შვილიშვილი.
1947 წელს მან ელისაბედ მეორეზე იქორწინა და მართლმადიდებლობა ანგლიკანური ეკლესიით შეცვალა.