"უცნობის" ორგანიზებით თბილისში, "ევროპის მოედანზე" აქციას მიმდინარეობს

გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" ორგანიზებით თბილისში, "ევროპის მოედანზე" აქციას მიმდინარეობს.

აქციზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი.

„დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ, საქართველო, ეს ჩვენ ვართ, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა. ეს საქართველოა „მრავალჟამიერის“, „ჩაკრულოსი“, ეს საქართველოა „შენ ხარ ვენახის“ და ზუსტად ეს საქართველოა მარადიული. მინდა, მივმართო მანქურთებს, მორჩა, ეს არის თქვენი დასასრულის დასაწყისი. აქ უნდა აღმართულიყო ძეგლი, რომელსაც დაეწერებოდა „ღმერთი სიყვარულია“, ეს არ შედგა. აქ დაიდგა ბერლინის კედელი. ჩვენ ყველანაირი კედელი უნდა დავამსხვრიოთ, მაგრამ ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება“, - ასე მიმართა გია გაჩეჩილაძემ აქციაზე შეკრებილებს.

გაჩეჩილაძე თავის აქციას საქართველოს პატრიარქს, ილია მეორე უკავშირებს. ის ამბობდა, რომ მადლობა უნდა გადაუხადოს პატრიარქს გამძლეობისთვის, მოთმინებისთვის, რასაც "საერთოდ ითმენს ეს ღირსეული ადამიანი ამ ქვეყანაში". სწორედ მის მიმართ "მადლობით" დაიწყო მან თავისი აქცია.

მისივე განცხადებით, აქციაზე პოლიტიკოსები არ იქნებიან.