სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
ელჩი ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას მოქალაქეების დაღუპვას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს რუსეთის ოკუპაციის აგრესიულ ხასიათს.
„სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან. რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიულ ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ამ მდინარის გადმოკვეთის დროს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე. საქართველო დღეს აღნიშნავს ეროვნული ერთიანობის დღეს", - წერს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა.