გია გაჩეჩილაძემ და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს

„დედაენის ბაღში" გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს.

გია გაჩეჩილაძემ შეკრებილებს მიმართა, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღის დაფუძნებაში მონაწილეობა მიეღოთ.

"დედაენის ბაღში" შეკრებილებმა ხელი მოაწერეს დაფაზე, სადაც წარწერა იყო დატანილი „მოაწერე ხელი-გახდი თანადამფუძნებელი".

გია გაჩეჩილაძე და თანამოაზრეები თავდაპირველად ევროპის მოედანზე შეკრიბნენ. შემდეგ მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ღონისძიება „დედაენის ბაღში" დასრულდა.