ივერთუბანში 9 აპრილს დაღუპული თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ მიიღო.
ქუჩის გახსნას კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი რიმა ბერაძე, ასევე თამუნა დოლიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.