ტელეკომპანია "ფორმულას" ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებზე თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება.

არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მორიგი ფაქტია და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და გამოიძიონ საქმე.