სალომე ზურაბიშვილმა  დათა ვანიშვილი, სიკვდილის შემდეგ, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დავით ვანიშვილი, სიკვდილის შემდეგ, მედლით „სამოქალაო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებს გადასცა.

ორბელიანების სასახლეში დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.