სალომე ზურაბიშვილი: სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატომიუმის გამოცხადების დრო მოვიდა

"სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატომიუმის გამოცხადების დრო მოვიდა", - ამ ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა.

"ინიციატივა, რომელიც დღევანდელ დღეს შეამჩვენებს და საჭიროა ყველასთვის, ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მე მინდა ამ საშუალებით თქვენ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ, მგონი დრო მოვიდა, მორატომიუმის გამოცხადების სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. თავი რომ შევიკავოთ ამისგან, მე მგონი, შეიცვლება ზოგადად ატმოსფერო და განწყობები ქვეყანაში. ჩვენ ვართ განწყობების ქვეყანა და განწყობა რომ შეიცვლება, სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს, ეს ყველას გაგვაძლიერებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.