დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომის შემდეგ აღდგომის დღესასწაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან შეხვედრა გაიმართება.
" ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა, თუმცა მართვადი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა როგორც შარშან, ჩვენ მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება,"-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.