ეგვიპტეში 3 000 წლის „დაკარგული ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორთან ახლოს, 3 000 წლის "დაკარგული ოქროს ქალაქი" აღმოაჩინეს. ამის შესხებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

"დაკარგული ოქროს ქალაქის" აღმოჩენა, ტუტანხამონის საფლავის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება. "ქალაქი" ძველი ფარაონების ცხოვრებას ასახავს.

ცნობილმა ეგვიპტოლოგმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა, რომ აღმოჩენილია ქვიშაში დამალული ეგვიპტის უდიდესი ანტიკური ქალაქი, სახელად ათენი. ქალაქი თარიღდება ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფარაონის, ამენჰოტეპ III-ს მეფობის ხანით, რომელიც ქვეყანას ძვ.წ. 1391-1353 წლებში მართავდა. ქალაქში ასევე მეფობდა ფარაონი ტუტანხამონი, რომლის თითქმის ხელუხლებელი აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა 1922 წელს, მეფეთა ველზე აღმოაჩინა.

"ამ დაკარგული ქალაქის აღმოჩენა მეორე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა ტუტანხამონის საფლავის შემდეგ", - თქვა ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის პროფესორმა ბეტსი ბრაიანმა.