კრემლი შიშობს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდება, რაც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"კრემლი შიშობს, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი განახლდება. და თუ სამოქალაქო ომი და სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდება ჩვენს საზღვრებთან, ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას.
არსებული მდგომარეობის განვითარების დინამიკა და მთლიანად უკრაინული მხარის ქცევის დინამიკა ქმნის სრულფასოვანი საომარი მოქმედებების განახლების საშიშროებას", - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ამჟამად, დონბასში უკიდურესად არასტაბილური სიტუაციაა.