მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე",- ნათქვამიაგანცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე იქნება.