10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
აღნიშნულის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე იქნება.
განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა.