რომელ გამოწვევებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი საქართველოს მთავრობამ უახლოეს მომავალში - EBRD-ის რეკომენდაციები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კავკასიაში EBRD-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ინტერვიუ გამოქევყნა, რომელიც არსებულ კრიზისულ ვითარებაში ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეფორმებსა და ამოცანებზე საუბრობს.

ჰანსენი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის აღდგენაზე მუშაობა, სასამართლო რეფორმის გატარება, FDI-ის აღდგენაზე მუშაობა და სხვა პირველი რიგის ამოცანების გადაჭრა.

"რომელ გამოწვევებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი საქართველოს მთავრობამ უახლოეს მომავალში?

არსებული კრიზისი ხაზს უსვამს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, რომელიც მოიზიდავს უფრო ძლიერ უცხოურ ინვესტიციებს და გაზრდიდა პროდუქტიულობას და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას. ამგვარად, მნიშვნელოვანია შემდეგი სფეროები:

1. სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორის აღდგენა

2. განახლებადი ენერგიის სექტორების დივერსიფიკაცია - საერთაშორისო კონკურენციის სახელშეკრულებო ჩარჩოების გათვალისწინებით

3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა

4. გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა

5. სასამართლო რეფორმა

6. განათლების სისტემის რეფორმა სამუშაო ძალის შესაქმნელად, რომელიც აკმაყოფილებს ბიზნესის მოთხოვნებს

7. ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესაბამისად

8. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გაგრძელება საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამოსაყენებლად

9. კაპიტალის ბაზრების განვითარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე წვდომის დივერსიფიცირებისთვის

10. სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების პოტენციალის შემდგომი ზრდა რეფორმების წახალისების გზით,"- აცხადებს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.