ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 506 ადამიანს დაუდასტურდა, 285 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 769 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 982 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.49 %.
ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან 240 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 76, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 074, აჭარაში - 331, იმერეთში - 334.
მძიმე პაციენტია: 370, მათ შორის, თბილისში - 186, აჭარაში - 38, იმერეთში -68.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 76, მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 4, იმერეთში - 9.
301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 - თბილისში, 117 - აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 86, ხოლო აჭარაში - 36.სულ 6 ოქტომბრიდან - 9 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 141 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 581 პირი, აჭარაში - 1 865, იმერეთში - 967.