"ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას", - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მდინარე ენგურში საქართველოს 4 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა." - ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი
გალში, ენგურის გადმოცურვის მცდელობისას დაღუპული 4 ადამიანის ხსოვნის საპატივსაცემოდ დროშა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანაც დაუშვეს.