საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
2021 წლის 7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.