ჩინეთის ხელისუფლებამ, ანტიმონოპოლიური წესების დარღვევის ბრალდებით, კომპანია Alibaba რეკორდული თანხით, 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინოფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მარეგულირებლები კომპანიას დომინანტური საბაზრო პოზიციის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.
ჯარიმა Alibaba-ს 2019 წლის შემოსავლების ოთხ პროცენტს უტოლდება.
Alibaba-ს ბიზნეს იმპერია განსაკუთრებით მწვავე ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს, კომპანიის დამფუძნებელმა ჯეკ მამ ჩინეთის მარეგულირებელი სისტემა გააკრიტიკა. ერთი თვის შემდეგ კი, ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ კომპანიაში ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო.
ჩინეთის ელექტრონული კომერციის გიგანტმა განაცხადა, რომ ორშაბათს კონფერენციას გამართავს და საჯარიმო გადაწყვეტილებას განიხილავს.