ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს 2 ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.