ლევან თარხნიშვილმა პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა

"ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების, ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი, ლევან თარხნიშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, მათი ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება.

„მადლობა ყველას, ვისთანაც ერთადაც ვიბრძოდით და ვაშენებდით "ევროპულ საქართველოს". გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა "ქოცების" წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, - წერს ლევან თარხნიშვილი.

"ევროპული საქართველო" დატოვეს გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ.

"ევროპული საქართველო" დღეს ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.