"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. გადაწყვეტილება ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.
პარტიის გენერალურ მდივნად წარდგენილია აკაკი ბობოხიძის კანდიდატურა, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგი წერეთლის კანდიდატურა.
პარტიას ასევე ეყოლება საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივანი, სადაც გიორგი კანდელაკის კანდიდატურაა წარდგენილი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ დატოვეს. ასევე პარტია დატოვა ლევან თარხნიშვილმაც.