ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ანკარაში მომხდარი ვიზიტის შემდეგ ძილთან დაკავშირებით პრობლემები დაეწყო, რადგან მომხდარ ინციდენტს ვერ ივიწყებს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემასთან Handelsblatt-თან ისაუბრა.
შარლ მიშელის განცხადებით, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ანკარაში სხვაგვარად მოიქცეოდა. საქმე ეხება თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი ერთად იმყოფებოდნენ.
სამ კაციან შეხვედრაზე, მასპინძელმა მხარემ მხოლოდ ორი სკამი დადგა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შეხვედრისთვის მხოლოდ ორი სკამი იყო - ერთი თურქეთის პრეზიდენტისთვის, ერთი კი - შარლ მიშელისთვის, ურსულა ვონ დერ ლეიენმა გაკვირვება გამოხატა.ევრო კომისიის ქალი პრეზიდენტი სკამის გარეშე, ფეხზე დარჩა. მოგვიანებით, მოშორებით მდგარ დივანზე ჩამოჯდა.
შარლ მიშელის განცხადებით, ის უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ევროკომისიის ქალბატონი პრეზიდენტისთვის, სკამის დროულად დათმობა ვერ შეძლო, რაზეც ძალიან სწუხს.