"არა ბეტონს იპოდრომზე" - იპოდრომზე მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი მერიისგან პარკის პროექტის შეჩერებასა და ახალი პროექტის წარდგენას ითხოვენ.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მერიამ პროექტი გაუმჭვირვალედ დაამტკიცა, აზრი კი არც მოქალაქეებს და არც სპეციალისტებს ჰკითხა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მერიის შემუშავებული პროექტში ბევრი ბეტონი და შენობაა, რაც პარკს მთლიანად უცვლის დანიშნულებას.
"მოვითხოვთ შეწყვიტონ იპოდრომის ისტორიული მნიშვნელობის წაშლა.
მოვითხოვთ ალტერნატიული პროექტის დამუშავებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქალაქის, უბნის და თავად იპოდრომის განაშენიანების სპეციფიკა, მოსახლეობის და იპოდრომის “მომხმარებლების” აზრი და რეალური საჭიროებები.
მოვითხოვთ, პროექტი აკმაყოფილებდეს საჯარო პროექტისთვის შესაბამის ღიაობას და სიაშკარავეს" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.