თურქეთში რუსი ტურისტების ავტობუსი ამობრუნდა - გარდაიცვალა1 ადამიანი, 26 კი დაშავდა. ამის შესახებ თურქეტში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი .
ავტობუსი, რომელიც ანტალიიდან კაბადოკიის მიმართულებით მიდიოდა, სავარაუდოდ მოყინულ გზაზე მოცურდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, ავტობუსში 32 ადამიანი იმყოფებოდა.